logo
ENG



ალასანია სააკაშვილზე: დამავიწყდა, როდის გამოიყურებოდა ისე, როგორც [ფორმულას] სურათებზე

10 დეკ 202220:57
3 წუთის საკითხავი
 

მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ ფოტოებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 29 აგვისტოთი დათარიღებული ფოტოების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა 25 კილოგრამამდე დაიკლო.

ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტი ვეღარ გადაადგილდება და ვერ ამოძრავებს მარცხენა ხელს.

"უკვე დამავიწყდა, როდის გამოიყურებოდა ისე, როგორც სურათებზე ვნახეთ. ახლა რა თქმა უნდა ბევრად გაუარესებული მდგომარეობაა. იმ დროის შემდეგ, მგონი 25 კილომდე აქვს დაკლებული. სისუსტე აქვს საშინელი, რის გამოც არა თუ ვეღარ დადის, ვეღარ ჯდება. უამრავი პრობლემა აქვს. ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ სასამართლოს ჩაერთოს, ეტლით თუ რითაც არ უნდა ყოფილიყო, ორჯერ იყო მცდელობა, მაგრამ არ შედგა. ექიმები კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ...

4 ოქტომბერს შემდეგ, ამ ადამიანს სჭირს სრული უმადობა. უნდა [რამე ჭამოს] მაგრამ საკვებს ვერ იღებს. პერსონალი ცდილობს ძალები აღუდგინოს, მაგრამ არ გამოდის. ინტოქსიკაცია არსად წასულა - დეტოქსს სპეციალური კლინიკა სჭირდება. ტოქსიკოლოგი ამბობს, რომ ადამიანი სიკვდილის პირასაა. ეს დიაგნოზები წერილობით ფორმაში ჩვენ გვაქვს. სანამ დეტოქსიკაცია არ მოხდება, ვერაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა გიული ალასანიამ შაბათის ფორმულას ეთერში.

შაბათის ფორმულამ მოიპოვა, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს თანდართული ფოტო მტკიცებულება, რომელიც ვივამედის კლინიკის პალატაში მიმდინარე წლის 29 აგვისტოს არის გადაღებული. ამასთან სააკაშვილის ჯანმრთელობა 4 ოქტომბრის შემდეგ განსაკუთრებით დამძიმდა, როცა პროკურორებმა მისი ძალით დაკითხვა პალატაში სცადეს. 

 


close დახურვა